სუს-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი გახდა 

21:06, 16.09.2026

ექვსი წლის ვადით სუს-ის ახალი ხელმძღვანელი დამტკიცებულია.

თამაზ ბორაშვილი იქნება უწყების პირველი უფროსი, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მანამდე ამ თანამდებობას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლები იკავებდნენ. საკომიტეტო მოსმენის და საკუთარი ხედვის წარდგენის შემდეგ ბორაშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრიორიტეტად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირების გამოვლენა, ყველაზე დიდ საფრთხედ კი რუსეთიდან მომდინარე რისკები დასახელდა. დაანონსდა კორუფციის და სამოხელეო დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად საგამოძიებო საქმიანობის გაძლიერება. გამოსვლის დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციის და ხელისუფლების ძალადობით შეცვლის მცდელობებზეც გააკეთა აქცენტი. ბორაშვილი ბოლოს სუს-ის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ბოლო წელიწადნახევარში ის უკვე მეოთხე ხელმძღვანელია, რომელიც პარლამენტმა ამ თანამდებობაზე დაამტკიცა.

მსგავსი