სუს-ის 2017 წლის ანგარიში - რა საკითხებზეა საუბარი დოკუმენტში

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ცდილობენ,  ქვეყანაში პოლიტიკური გავლენის ინფრასტრუქტურა გააძლიერონ, – ამის შესახებ სუს-ის 2017 წლის ანგარიშშია საუბარი. კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად გამოიკვეთა, რომ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისა და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ექსპერტული სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებისა და სააგენტოების შექმნას ცდილობენ.

როგორც ირკვევა, ხდება კონკრეტული თემების დამუშავება და საზოგადოებისთვის საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიწოდება.

გურამ როგავა გაეცნო სუს-ის ანგარიშს და ამ თემაზე პარლამენტში გაკეთებულ შეფასებებს.