სურსათის მარაგები საქართველოში

მორიგი ვნებათაღელვა სურსათის მარაგების გარშემო. აჟიოტაჟი ამჯერად ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის იმ განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვით ქვეყანაში ხორბლის მარაგები ამოიწურა. გაჩნდა კითხვა, მოსალოდნელია თუ არა ფქვილის დეფიციტიც. აღმოჩნდა, რომ საქართველოში ხორბლის ამოწურვის ფონზე ფქვილის იმპორტი გაიზარდა და პროდუქტი საკმარისი რაოდენობით არის მომარაგებული. ამიტომ მთავრობა ამ მიმართულებით რაიმე პრობლემას ან პურის კიდევ უფრო გაძვირებას გამორიცხავს. თუმცა, ხორბლის მარაგების შექმნას აუცილებლად მიიჩნევენ ასოციაციაში, სადაც წისქვილკომბინატების თითქმის სრულად გაჩერება და მუშახელის უმუშევრად დარჩენა აწუხებთ.