სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. მომხმარებლებს, რომლებმაც ,,სოფლის ნობათის” რძის კონკრეტული პარტიები შეიძინეს, მოუწოდებენ, რომ პროდუქტი არ მიიღონ. მწარმოებელ კომპანიას ჯარიმაც დააკისრეს. იმპორტირებული რძის ხუთ ნიმუშში, რომლიდანაც ერთი არის ბავშვთა კვებისთვის განკუთვნილი, აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობა დაფიქსირდა. „სურსათის ეროვნული სააგენტო აფლატოქსინებზე ნედლი რძის კვლევას სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში 2022 წლიდან ახორციელებს, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით და ჰარმონიზებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან.” – აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოში. სააგენტოს განცხადების მიხედვით, შემოწმება ინსპექტორებმა შეპესე „ვიმ-ბილ-დან საქართველოს” ოფისში აზერბაიჯანიდან ჩამოტანილ პროდუქციაზე ჩაატარეს. სწორედ ეს შეპესე აწარმოებს ,,სოფლის ნობათის” რძის პროდუქტებს, რომელიც ქართულ ბაზარზე იყიდება. მითითებული პროდუქტი თებერვალში იყო წარმოებული და აგვისტომდეა ვარგისი. აფლატოქსინი რძის პროდუქციაში ცხოველის მიერ მიღებული საკვებიდან ხდება და მისი გადაჭარბებული და ხშირი მოხმარება ჯანმრთელობას აზიანებს.