სუროგაციის აკრძალვა – პრემიერის გამოხმაურება
საქართველოში სუროგაციის აკრძალვის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე დღეს კომენტარი გააკეთა პრემიერმა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუროგაციის აუცილებელი ელემენტი ქალის ექსპლუატაციაა, შესაბამისად, ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა პრინციპული გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ვერანაირი რეგულაცია ვერ გადაწყვეტს ძირეულ პრობლემას.