სუპერ პაკ-ი – სააკაშვილის დავალება ოპოზიციას
სუპერ პაკ-ის შექმნის ინიციატივა ოპოზიციური ფლანგის დიდი ნაწილისთვის უინტერესოა. ჩნდება კითხვებიც – ცალკეულ პარტიებს აინტერესებთ, ვინ მოიაზრებიან პოლიტიკური აქტიურობის ერთობის კომიტეტში, სადაც ექს-პრეზიდენტი წამყვან ძალად საკუთარ პარტიას ხედავს. ყოფილი პრეზიდენტისგან წინასაარჩევნოდ მიღებული დავალების განმარტებას ახლა მისი თანაგუნდელები ცდილობენ. თუმცა, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა ამჯერადაც უშედეგო აღმოჩნდა. ,,ნაციონალური მოძრაობის” ქოლგის ქვეშ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება ან კოორდინაცია ვეღარ ხერხდება. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიისთვის, რომელმაც ერთობას საკუთარ რიგებშიც ვერ მიაღწია და მწვავე შიდა დაპირისპირების გამო კიდევ ერთხელ ორად გაიყო, მმართველი გუნდის დამარცხების გზა მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობაზე გადის. თუმცა ხელისუფლების ოპონენტების დიდ ნაწილს დამოუკიდებელი გეგმები აქვს.
თათია მაყაშვილი არკვევდა, აქვს თუ არა სუპერ პაკ-ის შექმნის ინიციატივას რაიმე პერსპექტივა.