სუმბაევის საქმე

საქართველოდან რუსეთში ჰაკერ იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირება განხორციელდა. აღნიშნული იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა.

თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ სუმბაევის ექსტრადირების შეჩერება მიზანშეწონილად არ მიიჩნია, რასაც შესაბამისი წერილიც ადასტურებს.

შეგახსენებთ, იაროსლავ სუმბაევი თბილისში 2018 წლის ნოემბერში ყალბი პასპორტის გამოყენებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისთვის დააკავეს. რუსეთის გენერალური პროკურატურა კი მას კიბერდანაშაულს, თაღლითობას და რუსი გამომძიებლის მკვლელობის შეკვეთაში მონაწილეობას ედავება.

აღნიშნული პირის ექსტრადირებას პოლიტიკოსების შეფასებები მოჰყვა.

ნათია ქენქაძე მუშაობს თემაზე.