სულთმოფენობა – პატრიარქის ქადაგება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. დღესასწაული მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიომ მესამემ სამების საკათედრო ტაძარში მიულოცა. ქადაგებისას პატრიარქმა სულიწმიდის გარდამოსვლის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ მოვლენამ მისცა მოციქულებს ძალა, უშიშრად ექადაგათ ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში. ქადაგების დროს პატრიარქმა განსაკუთრებული პატივით მოიხსენია მისი წინამორბედი, ილია II. სულთმოფენობას ეკლესიის დაბადების დღედაც მოიხსენებენ, რადგან სწორედ ამ დღიდან იწყება ეკლესიის განსაკუთრებული მსახურება.