სულხან სალაძის განცხადება
სასამართლოს კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ. სულხან სალაძის განცხადებით, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ღამის 12 საათამდე ხმის მიცემის პროცედურის გახანგრძლივებაზე ცესკო-მ არაკანონიერი გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამავე თემაზე განცხადება გააკეთა უმრავლესობის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა.