„ტრიუმფის 80 წელი“ – ამ სახელწოდებით, ოპერისა და ბალეტის თეატრში ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. კონცერტზე წარმოდგენილი იყო ანსამბლის როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე რეპერტუარი. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ლოკაცია სიმბოლური იყო, რადგან 80 წლის წინ „სუხიშვილების“ ისტორია სწორედ ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ქართული ნაციონალური ბალეტი ქართველი მაყურებლის წინაშე ნიუ-იორკში, კარნეგი ჰოლში ტრიუმფის შემდეგ წარდგა.