სუხიშვილების ფოლკლორული საღამოები „თაკარაზე“
ტრადიციასთან შერწყმული თანამედროვე ფორმები – ნაციონალური ბალეტი მაყურებელთან შესახვედრად ემზადება. ღია სცენა თაკარა მეექვსე სეზონს იწყებს. ამჯერად სუხიშვილები კიდევ უფრო მრავალფეროვან პროგრამას წარადგენენ, შეცვლილი იქნება სივრცეც და საკონცერტო განრიგი.
გაზრდილი მასშტაბი და განახლებული ინფრასტრუქტურა ბევრად მეტ მაყურებელს იტევს. ტრადიციად ქცეული კონცერტები „თაკარაზე“ დღეიდან დაიწყო და აგვისტოს შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ ქართულ აუდიტორიას დაუვიწყარ და სიახლეებით დატვირთულ საკონცერტო საღამოებს ჰპირდება.