„სუხიშვილები“ პირველად „კარნეგი ჰოლში“ 

ქართული ნაციონალური ბალეტი საკუთარ შემოქმედებას აშშ-ში კიდევ ერთხელ წარმოადგენს: „სუხიშვილები“ ნიუ იორკში მიდიან. ეს იქნება „კარნეგი ჰოლში“ ანსამბლის პირველი კონცერტი. „სუხიშვილები“ ორი – შერეული და თანამედროვე პროგრამით მიემგზავრებიან.

ნაციონალური ბალეტის დაარსებიდან 80 წლის იუბილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართული ათეულობით კონცერტით აღინიშნა. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ კონცერტების შემდეგ, სუხიშვილები ევროპულ ტურნეს დაიწყებს.