სუფსის სკოლის პრობლემები

დანგრევის პირას მისული სკოლა, რომელიც პრაქტიკულად ჭაობშია ჩაფლული.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსის ერთადერთ საჯარო სკოლაში სიარული საფრთხისშემცველად იქცა. შენობა, სადაც ყოველდღიურად 300 მოსწავლე იღებს განათლებას, ავარიულ მდგომარეობაშია. სასწავლო დაწესებულების შიგნით საპირფარეშოებიც კი არ არსებობს. ადგილობრივი ხელისუფლება ფინანსების არქონის გამო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ვერ ახერხებს, რის გამოც მრავალწლიანი პრობლემის მოგვარება ღიად რჩება.

დატოვე კომენტარი