Studio 54 - დისკო-კულტურის სახე და დაუსრულებელი წვეულებები

ენდი უორჰოლი ამბობდა: „studio 54-ის წარმატების საიდუმლო არის დიქტატურა მის კართან და დემოკრატია საცეკვაო მოედანზე”.

სივრცემ, რომელიც ნიუ იორკში 1977 წელს გაიხსნა, იმდროინდელი ვარსკვლავები ღამის გართობის უბრალო მოყვარულების გვერდით გააერთიანა. Studio 54 იქცა ადგილად, რომელმაც ეიფორიით სავსე, დაუსრულებელი წვეულებების განცდა შექმნა და საკლუბო კულტურას სრულიად ახალი მიმართულება მისცა.

ავტორები: ნინო იმერლიშვილი, გიგა კიტია