„სტუდფესტი 2025“ – საქართველოს განათლების მინისტრი სტუდენტური ფესტივალის ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებს დაესწრო. ღონისძიებაში 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალი, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება, უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირების ჩატარებას გულისხმობს. ასევე გაიმართება კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობები. „სტუდფესტში“ მონაწილეობა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შეუძლიათ.