სტუდფესტი 2025 გრძელდება.
ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ამჯერად, განათლების მიმართულებით ორი კონკურსი ჩატარდა. ინტელექტუალური თამაში და დებატების შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა მიიღეს. ფესტივალი 30 აპრილს გაიხსნა და რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტებს შორის სპორტული ტურნირები მიმდინარეობს, ასევე საგანმანათლებლო, შემეცნებითი და კულტურული აქტივობები და სტუდენტების პროფესიული და სოციალური განვითარების მხარდამჭერი „მოხალისეობის“ პროგრამა.