ბულაჩაურის მწვანე ცენტრში ახალი სტუდენტური პროგრამის „მწვანე ეკონომიკის სკოლის“ პირველი ნაკადი დასრულდა. პროგრამა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „სიენენ“-ის თანამშრომლობით განხორციელდა, მიზნად ისახავს საუნივერსიტეტო რესურსების დაკავშირებას მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან.
პროგრამაში საქართველოს ექვსი უნივერსიტეტიდან, კონკურსის წესით შერჩეული 20 სტუდენტი მონაწილეობდა, რომლებიც გადამზადდნენ და გაიგზავნებიან საქართველოს რეგიონებში ტყის რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური ან ეროვნული მოდელების შესამუშავებლად. პილოტირებისთვის, წარმოდგენილი პროექტები პროგრამის ფარგლებშივე დაფინანსდება და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით განხორციელდება.