„იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვა
„იგლ ჰილსის“ პროექტის საჯარო განხილვა.
ეკონომიკის სამინისტრომ და კომპანიის წარმომადგენლებმა არსებულ შეკითხვებს უპასუხეს. დისკუსია გარდაბანში გაიმართა. პრეზენტაცია მოიცავდა ყველანაირ დეტალს, თუ როგორი იქნება სივრცითი ორგანიზება, სატრანსპორტო ქსელი, გამწვანება და რეკრეაცია. კრწანისის ტყე-პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე „იგლ ჰილსის“ პროექტი Tbilisi Waterfront-ის სახელით ვითარდება და დაახლოებით 590-დან 633 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს. აღნიშნული მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლსა და თბილისი-რუსთავის მაგისტრალის მიმდებარე სივრცეს აერთიანებს. კონცეფცია მოიცავს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებსა და კომერციულ სივრცეებს. დღესვე გაჟღერდა, რომ საქართველოს საპატრიარქოსა და „იგლ ჰილსს“ შორის მოლაპარაკებები გაიმართა. შეთანხმდნენ, რომ იქ სადაც ეკლესიის ნაშთებია აღმოჩენილი, ტაძრები აღდგება. ჯამში 10 000მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტის პირველი ფაზების ჩაბარება 2029 წლისთვის იგეგმება.