სასტუმრო „ვინდემში“ პროექტის „სტუდენტები სახელმწიფოს განვითარებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიება „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის“ სემესტრულად განხორციელებული აქტივობების შეჯამებით გაიხსნა. კონფერენციას სხვადასხვა უნივერსიტეტის 600 სტუდენტი დაესწრო. ორგანიზაციის მიზანი სტუდენტების სხვადასხვა სამოქალაქო აქტივობაში ჩართვაა და არაფორმალური განათლების პოპულარიზაციაა.