„სტუდენტური ფესტივალი 2026“

12:36, 02.05.2026

სტუდენტური ფესტივალი 2026 დაიწყო – მასშტაბურ ღონისძიებას წელს რუსთავმა უმასპინძლა. ოფიციალურ გახსნამდე სპორტის რამდენიმე სახეობაში შეჯიბრებები ჩატარდა. სტუდფესტი მნიშვნელოვანი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელშიც საქართველოს თითქმის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ათასობით სტუდენტი მონაწილეობს. ჯამში გაიმართება 45 კონკურს-შეჯიბრი, როგორც სპორტული, ისე კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებით. ფესტივალი ყველა დიდ ქალაქს მოიცავს და 21 ივნისს დაჯილდოების ცერემონიით დასრულდება. გახსნის ღონისძიებაში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მსგავსი