სტუდენტები თვითმმართველობაში

ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „სტუდენტები თვითმმართველობაში 2019“ პროექტის მონაწილეებსა და საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში საუკეთესო ახალგაზრდულ პროექტებში გამარჯვებულებს შეხვდა.

პროექტი, სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში განხორციელდა. თელავის, ამბროლაურის, ქედის, გორისა და მცხეთის მერიებში სხვადასხვა უნივერსიტეტის ათმა სტუდენტმა ერთი თვის განმავლობაში იმუშავა. ისინი დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნენ და მუშაობის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ანგარიშები წარადგინეს.