სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მთავრობის სტრუქტრულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი განიხილა. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დაზვერვის სამსახური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან აღარ გაერთიანდება. რაც შეეხება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესუსრების სამინისტროსთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ბესელიას განმარტებით, კანონში ჩაიწერება გარანტიები, რომლითაც ხაზი გაესმება, გარემოს დაცვის მიმართულების განსაკუთრებულ პრიორიტეტულობას. მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს პარლამენტი ხვალ რიგგარეშე სხდომის ფორმატში განიხილავს.

დატოვე კომენტარი