სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა საქართველოს

არაღიარების პოლიტიკა, სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცება, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში: ეს ის მიმართულებებია, რომლებთან დაკავშირებით, საქართველო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისგან მნიშვნელოვან გზავნილებს ელოდება. მმართველი გუნდი მაიკ პომპეოს ჩამოსვლას ამერიკის მტკიცე მხარდაჭერის დასტურად მიიჩნევს. შეხვედრების დღის წესრიგში იქნება ეკონომიკისა და ვაჭრობის საკითხების განხილვაც.

პოლიტოლოგების ვარაუდით, ვიზიტის მთავარი თემა ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ახალი რეალობა და რეგიონში გაზრდილი რუსული გავლენები იქნება. ამ კონტექსტში ექსპერტები საქართველო-ამერიკის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, ახალი ინიციატივების გახმოვანებასაც არ გამორიცხავენ.