„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადება

„სტრატეგია აღმაშენებელში“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პროცესში არსებულ პრობლემებზე საუბრობენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ახალი წევრების მიღება ვერ ხდება, რადგან კანდიდატები საჭირო ხმებს ვერ აგროვებენ. პარტიის საარჩევნო მიმართულების ხელმძღვანელი განმარტავს, რომ პრობლემა არჩევის წესშია, უფრო კონკრეტულად, საარჩევნო კომისიაში შერჩევის წესი მხოლოდ დოკუმენტების წარდგენას ითვალისწინებს.