სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარული სესია გაიმართება

მომავალ კვირაში ევროპარლამენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების რეზოლუციას უყრის კენჭს. პლენარული სესია სტრასბურგში 13 ნოემბერს დაიწყება. ევროპარლამენტმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლითაც ევროკომისიას მიმართავს. დოკუმენტში საუბარია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი იმ ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერებაზე, რომელთაც უკვე მოაწერეს ხელი ასოცირების შეთანხმებას. კერძოდ, ტექსტში ნათქვამია, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა პროგრამის ლიდერები არიან და უფრო მეტი მხარდაჭერაა აუცილებელი. როგორც საკითხზე მომხსენებელმა ლიტველმა დეპუტატმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, საქარველოს შემთხვევაში შესაძლოა, საუბარი იყოს გრძელვადიან პერიოდში შენგენის ზონაში ენერგეტიკულ და საბაჟო კავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე.

ევროპარლამენტის რეკომენდაციები საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკვე დაამტკიცა. დოკუმენტს პლენარულ სესიაზე მომავალ კვირას უყრიან კენჭს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ბრიუსელში 24 ნოემბერს გაიმართება.