სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება - შეფასებები

დავით კეზერაშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალებზე ინფორმირებულები არ არიან. პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ კეზერაშვილის მინისტრობის დროს თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით კითხვები მას თავის დროზეც ჰქონდა. უმრავლესობის განცხადებით კი, ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კეზერაშვილმა ჯარის კუთვნილი თანხები გაფლანგა.