სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება – გამოხმაურება

18:03, 09.07.2026

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ სხვისი შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლება არაა, შეფასებები მოჰყვა „ქართულ ოცნებაში“.

საუბარია სლოვენიის მოქალაქეზე, რომლიც დამნაშავედ ცნეს და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. განაჩენი კი სტრასბურგში სამართლიანად მიიჩნიეს. მიტია კუნსტელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მის პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტების გამო აღიძრა. კუნსტელი ამტკიცებდა, რომ პატიმრობის სახით სასჯელის დაკისრებამ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, კი მე-10 მუხლის დარღვევა არ მომხდარა. სასამართლო, პირველ რიგში აღნიშნავს, რომ პოსტები შეიცავდა „სერიოზულ შეურაცხმყოფელ ენას“, რომელიც ჟურნალისტებს უკიდურესად ნეგატიურად წარმოაჩენდა.

მსგავსი