სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაცხადა და დაადგინა, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო არ ყოფილა.

საუბარია 2007-2008 წლებში დავით კეზერაშვილის მხრიდან სახელმწფო ბიუჯეტის კუთვნილი 5 მილიონ 60 ათასი ევროს ოდენობის თანხის გაფლანგვაზე, რაზეც უმაღლესმა ინსტანციამ სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გააუქმა და კეზერაშვილს ხუთწლიანი პატიმრობა შეუფარდა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. ევროპულმა სასამართლომ დღევანდელი გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ კეზერაშვილის მიმართ არ დარღვეულა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.