სტრასბურგის მორიგი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ 

სტრასბურგში საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტილი კიდევ ერთი საქმე რუსეთის წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერაციამ საქართველოს 29 000-ზე მეტ მოქალაქეს 253 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. დავის საგანი იყო 2008 წლის ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზებზე შექმნილი ვითარება, რომელზედაც სასამართლომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დამრღვევადაც ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ 2009 წლიდან დაწყებული ე. წ. ბორდერიზაცია ათასობით მოქალაქეს გადაადგილების უფლებას უზღუდავდა. ახალ გადაწყვეტილებაში კომპენსაციის ოდენობა დაზუსტდა – თანხის გაცემა 18 თვის განმავლობაში უნდა მოხდეს. რუსეთი ევროპის საბჭოს წევრი აღარაა, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულება მაინც რჩება. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა საქართველოდან გაგზავნილი სარჩელების გამო რუსეთს კომპენსაცია დააკისრეს. თუმცა მოსკოვის მხრიდან სტრასბურგის მიერ დაკისრებული ჯერ არცერთი ვალდებულება შესრულებული არ არის.