დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და საარჩევნო კამპანიის ყოფილ ხელმძღვანელს, სტივ ბენონს კონგრესისადმი უპატივცემულობისთვის ოთხი თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ ბენონს ასევე 6 500 დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სტივ ბენონი სასჯელს არ მოიხდის იქამდე, სანამ აპელაციის განხილვა არ დასრულდება, რადგან ბრალდებული განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.
ბენონი სასამართლომ დამნაშავედ ივლისში ცნო. საქმე ეხება კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე, წარმომადგენელთა პალატაში საგამოძიებო კომიტეტის წინაშე წარდგენასა და დოკუმენტების მიწოდებას, რაზეც ბენონმა უარი განაცხადა. 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერების მიერ კაპიტოლიუმის შტურმის შედეგად ხუთი ადამიანი დაღუპა. ასობით ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.