სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები

სენაკის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა აქტიურად მიმდინარეობს, უკვე დასრულდა  სტიქიის შედეგად დაზარალებული 318 ოჯახისთვის კომპენსაციის გაცემის პროცესი. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია გაეცნო. სხვადასხვა ლოკაციაზე მრავალბინიანი კორპუსების სახურავების გადახურვის სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იანვარში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის, ასევე მუნიციპალიტეტებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განსახორციელებლად სამეგრელოს რეგიონს ჯამში 6 780 000 ლარი გამოეყო.