სტიქიის შედეგები თეთრიწყაროში

12:21, 01.08.2019

თეთრიწყაროში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ წინწყაროში, სასოფლო-სამეურნეო კულტურები და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. დაისეტყვა ასევე სოფლები – გოლთეთი და მარაბდა. ადგილზე დილიდან მუშაობს ზარალის დამთვლელი კომისია.

მსგავსი