სტიქიის შედეგები კახეთში

სტიქიის შედეგებს ითვლიან ახმეტაში.

მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია მიყენებულ ზარალს სწავლობს. სეტყვამ და ნიაღვარმა განსაკუთრებული ზარალი სოფელ საკობიანოს მიაყენა. სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდებოდა ვენახები, ხეხილის ბაღები და საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი გაანადგურა. თითქმის ანალოგიური მდგომარეობაა პანკისის ხეობის სოფლებში. სოფელ მატანში შიდა საუბნო გზები დაზიანდა.

რა ფორმით დაეხმარება ხელისუფლება დაზარალებულებს, მას შემდეგ გახდება ცნობლი, რაც კომისია მუშაობას დაასრულებს.