სტიქიის გამო დაზარალებული რეგიონები.
ყველაზე დიდი ზარალი ადიგენის მუნიციპალიტეტს მიადგა. სოფელ გომაროსა და შოყაში რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო. ღვარცოფული მასის შედეგად სამი სახლი სრულად განადგურდა, დაზიანდა კიდევ რამდენიმე საცხოვრებელი და საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც. გაწმენდითი სამუშაოები ახლაც გრძელდება. ზარალს ითვლიან ლენტეხის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ჩანგრეული ხიდის გამო ორი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. პრობლემები შეიქმნა საავტომობილო გზებზეც.
გააქტიურებული მეწყრული პროცესები, დამეწყრილი გზები და ადიდებული მდინარე – დანგრეული სტიქიამ კვალი დატოვა ჩოხატაურის რაიონშიც. რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო ჩოხატაური-ბახმაროს დამაკავშირებელი გზა, რომელზედაც სატრანსპორტო მოძრაობა ცოტა ხნის წინ აღდგა.