სტიქიის 21-ე დღე - სამძებრო სამუშაოები შოვში

სტიქიიდან 21-ე დღესაც სტიქიის ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე ძებნის ოპერაცია უწყვეტად მიმდინარეობს. სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად, თავდაცვის ძალების დანაყოფები, კინოლოგები, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებებია ჩართული. ისინი 4 დაკარგულს ეძებენ. გუშინ ნაპოვნი კიდევ ერთი ცხედრის შემდეგ, დაღუპულთა საერთო რაოდენობა 29-მდე გაიზარდა.

რა ვითარებაა ადგილზე? –  თათია ტაბეშაძე პირდაპირ ეთერში.