სტიქია საქართველოს რეგიონებში

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან დილიდან გორშიც. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა სოფელ ტინისხიდში. სეტყვამ დააზიანა ხეხილისა და ბოსტნეულის ბაღები, დაიხოცა წვრილფეხა ფრინველი. უხვი ნალექის შედეგად, წყალი საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სარდაფებში შევიდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს მოსავლის გარეშე დარჩნენ.

სტიქიამ პრობლემები გორის თითქმის ყველა ქუჩაზე შექმნა. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 70-ზე მეტი შეტყობინება შევიდა სამაშველო სამსახურში. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები.