სტიქია სამეგრელოში

სტიქია რეგიონებში. გადაუღებელმა ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. აბაშის, სენაკისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ადიდებულმა მდინარეებმა გაარღვიეს დამბები, ნაპირსამაგრები, ასეულობით ოჯახია დატბორილი სენაკსა და აბაშაში. აბაშაში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შეფერხებულია ავტომანქანების მოძრაობა თბილისი-სენაკის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სადაც მდინარე კალაპოტიდანაა გადმოსული. შეფერხებულია მოსახლეობის გაზმომარაგება, ელექტროენერგიის მიწოდება. ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტს არ მიეწოდება სასმელი წყალი. ადიდებულმა მდინარე ტეხურამ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფრასტრუქტურაც დააზიანა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია ქ. სენაკისა და ქ. ფოთის მკვებავი ცენტრალური მილები. ადიდებული მდინარე ტეხურას ფონზე, კომპანიის ტექნიკური სამსახური დაზიანების ადგილამდე მისვლას და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების დაწყებას ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებს.