სტიქია სამეგრელოში

ხობში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია. სოფლებში დაიტბორა 150- მდე საკარმიდამო ნაკვეთი, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე. დაზიანებულია შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მონაკვეთი. ამ დრომდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სპეციალური კომისია უკვე ითვლის ზარალს. სერიოზული პრობლემები შექმნა სტიქიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატაში. ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა დაიტბორა რამდენიმე ოჯახის პირველი სართული. განადგურებულია ღობეები, ჭიშკრები ასევე საავტომობილო გზა. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია, თუმცა ასფალტი მთლიანად წყლით არის დაფარული. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.