სტიქია სამეგრელოში

გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა სამეგრელოში. ადიდებულმა მდინარე ჯუმმა სოფელ დიდნეძში ორი საავტომობილო ხიდი დააზიანა. დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთების ნაწილი. განადგურებულია სავარგულები, ბოსტნები. ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლებთან ერთად, უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხობის სოფელ ხეთასა და საჯიჯაოში. მთელი ღამის განმავლობაში პრობლემურ ადგილებში შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები მუშაობდნენ, ამჟამად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე არსებულ ვითარებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.