სტიქია კახეთში

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი სოფელი დააზარალა. სტიქიამ მოსახლეობის კუთვნილი ვენახების ნაწილი, ერთწლიანი კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები გაანადგურა.

დაზარალებულ სოფლებში რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელი ჩავიდა. მისი განცხადებით, დაზიანებული ყურძნის არსებობის შემთხვევაში, საკოორდინაციო შტაბი კომპანიასა და მევენახეებს შორის შუამავლის როლს შეასრულებს და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა ყურძენს სავარაუდოდ, საცხოვრებელ ტერიტორიასთან ახლომდებარე ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ჩააბარებს.