სტიქია იტალიაში

12:27, 30.08.2026

იტალიის ჩრდილოეთში, რამდენიმე რაიონში ტორნადოსა და სეტყვის გამო შენობები დაზიანდა, არიან დაშავებულები. მედიის ცნობით, ძლიერი ჭექა-ქუხილი, ტორნადო და სეტყვა კრემონის, მანტუის, ბერგამოსა და პავიის პროვინციებში დაფიქსირდა. სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად ქალაქი კრემონა დაზარალდა. დაშავებულია 43 ადამიანი. რამდენიმე მათგანს მძიმე მოტეხილობები აღენიშნება. დაზიანდა 10 ეკლესია, მათ შორის ქალაქის საკათედრო ტაძარი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. დაზიანებულია ათობით სახლი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სეტყვამ ათასობით ავტომობილი დააზიანა.

მსგავსი