სტიქია იმერეთში

ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში ქუჩების ნაწილი დაიტბორა, წყალი შევიდა საცხოვრებელ სახლებში, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კი მთის ფერდობიდან მიწის მასა ჩამოიშალა. ქუჩების დატბორვის გამო პრობლემები შეექმნათ მძღოლებს და მოსახლეობას, რომელთა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.