სტიქია ჰავაის კუნძულებზე

ჰავაის კუნძულებზე ქარიშხალ ლეინის სიმძლავრე შესუსტდა, თუმცა რამდენიმე ქალაქის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების მეტეოროლოგიური სადგური ავრცელებს. კუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ჰილოში გზები და სახლები დაიტბორა. აღნიშნული ტერიტორიიდან ბოლო 37 საათში მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ქარიშხალი ჩრდილოეთისკენ, ქალაქ ჰონოლულუსკენ გადაადგილდება, თუმცა მისი სიმძლავრე სამიდან ერთ კატეგორიამდე შემცირდა.