სტიქია გარდაბნის რაიონში

გარდაბნის რაიონში მცხოვრები 20 ოჯახი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. სოფელ ლემშვენიერაში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო მიწები მთლიანად გაუნადგურა, დაიხოცა მსხვილფეხა პირუტყვი, წყალმა სახლებშიც შეაღწია.

ჯერ უცნობია, მიიღებენ თუ არა კომპენსაციებს დაზარალებულები, რომლებიც თავს სწორედ საკუთარი მეურნეობით ირჩენენ. ადგილობრივი ხელისუფლება ჯერ ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობის დასრულებას ელოდება.

ეკომიგრანტებით დასახლებულ სოფელში ამბობენ, რომ მსგავსი მასშტაბის სტიქია დასახლებისთვის პირველია.