სტიქია გარდაბნის რაიონში

21:28, 21.05.2019

ძლიერმა წვიმამ გარდაბნის რაიონის ორ დასახლებაში სერიოზული პრობლემები შექმნა.

ადიდებულმა მდინარემ ბროწეულას და მზიურის აგარაკების დასახლებებში, სახლების პირველი სართულები და სახნავ-სათესი მიწები დატბორა. იმის მიუხედავად, რომ მდინარეები, ნორისხევი და ლოჭინი უხვი ნალექის დროს დასახლებებში მძიმე კვალს ტოვებს, ადგილზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ არის ჩატარებული. შედეგად, მდინარესთან რამდენიმე მეტრში მცხოვრები ათეულობით ოჯახი საფრთხეშია.

 

მსგავსი