სტიქია ადიგენში
უხვი ნალექი, დატბორილი სოფლები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები და ეზოები, დახოცილი პირუტყვი, დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები – ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. ადიგენის მერის ინფორმაციით, დაზარალებული ოჯახები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით კი სტიქიის ზონაში უკვე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და უახლოეს საათებში დაგროვილი ქვა-ღორღის გატანა მოხდება. როგორც გოჩა ქიმაძემ აღნიშნა, სტიქიის შედეგად ძირითადად ორი სოფელი, შოყა და გომარო დაზარალდა.