სტიპენდიები საზღვარგარეთ სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის

პრობლემა, რომელიც განათლების საერთაშორისო ცენტრის ცხრაწლიანი არსებობის პერიოდში გამოიკვეთა – ცენტრის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები უცხოეთის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან დაბრუნების შემდეგ დასაქმების ადგილად მხოლოდ თბილისს ირჩევენ.

იმისთვის, რომ სტიპენდია მიღებულმა ახალგაზრდებმა ცოდნა რეგიონების განვითარებასაც მოახმარონ, პრემიერის ინიციატივით შექმნილი განათლების საერთაშორისო ცენტრი ვაკანსიების მოძიებას მუნიციპალიტეტებშიც იწყებს. უცხოეთში სწავლის დასრულებისთანავე სამშობლოში დაბრუნება და მინიმუმ სამი წლით საქართველოში მუშაობა ცენტრის სტიპენდიანტების მთავარი ვალდებულებაა.