სტიპენდიანტების დაჯილდოება
ხელოვნების, მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეთა სახელობის სტიპენდიატების დაჯილდოება გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში. სახელოვნებო მიმართულების სტიპენდია განსაკუთრებული ნიჭისა და მიღწევების მქონე 9 სტუდენტს დაენიშნა, 3 სტუდენტი დიმიტრი ემუხვარისა და ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიატი გახდა, ხოლო 3 პირველკურსელი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღწეული საუკეთესო შედეგებისთვის დაჯილდოვდა.