დიდ ბრიტანეთში პოპულარული მოდისა და კულტურის ჟურნალი Harper’s Bazzar-ი, საქართველოს ვრცელს სტატიას უძღვნის სათაურით „საქართველო – ამ უნიკალურ თანამედროვე ქვეყანაში ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ“.
სტატიის ავტორი, რებეკა კოუპი, საქართველოს მიმზიდველ, ტრენდულ და ერთდროულად ავთენტურ ქვეყნად მოიხსენიებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნებიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, საქართველოს შესახებ ასევე სტატიებს მოამზადებენ წამყვან მედიაპლატფორმები Vogue, Conde Nast და GQ.