„სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებული პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ახალი სტარტაპი არის ვებ-აპლიკაცია, (SATURN.GE) რომელიც სოციალური მედიის ანალიზს აკეთებს. მომხმარებელს შეუძლია სოციალურ მედიაში როგორც საკუთარი, ისე კონკურენტის აქტივობების სტატისტიკური ანალიზი ნახოს.

პროექტის ავტორთა განცხადებით, აპლიკაცია როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ისე ბიზნესკომპანიებს დაეხმარება მათი მარკეტინგული და პიარ კამპანიები უფრო ეფექტური იყოს.

„სტარტაპ საქართველოს“ ამ დროისთვის 90 გამარჯვებული ჰყავს, ბიზნესიდეების განხორციელება ეტაპობრივად მიმდინარეობს.